“ხელისუფლება რომ ილუზიებში არ ყოფილიყო, ლართან დაკავშირებული პროცესის შეჩერება შეიძლებოდა”

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურება, მხოლოდ ხელისუფლების ბრალი არ არის, თუმცა ხელისუფლებას ლართან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერება შეეძლო.

“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ხელისუფლებას დავაბრალო ის, რაც ლარის კურსს დაემართა, მაგრამ ხელისუფლებას რომ ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონოდა, ხელისუფლებას რომ რეაგირება მიეღო და ილუზიებში არ ყოფილიყო, რომელშიც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყვნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და ლარს არაფერი არ სჭირს და გადასარევადაა თურმე ცხოვრება, პროცესის შეჩერება ნამდვილად შეიძლებოდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე

banner
წინა სტატიაშიავარიის შედეგად გარდაცვლილ ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში საზარელი მკვლელობა მოხდა