სულ მცირე 9 ადამიანია გარდაცვლილი ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი სროლების შედეგად–ამის შესახებ ჩეხეთის ადგილობრივი მედია ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა სადილის შემდეგ სროლა დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ოცზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციას გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. თუმცა ქალაქის მერმა განაცხადა, რომ 60 წლამდე ასაკის თავდამსხმელმა, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თავი მოიკლა.