,,ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა, როგორ გამოიყვანოს საზოგადოება ამ მძიმე ვითარებიდან”

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს მომხდარს ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლების მოქმედებას “სამარცხვინოს” უწოდებს.

ნაციონალური მოზრაობის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული განცხადებაში დავით ბაქრაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს.

“ეს არის სამარცხვინო, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა და ხედვა, როგორ გამოიყვანოს საზოგადოება ამ მძიმე ვითარებიდან და საზოგადოებას არ შეუძლია იყოს ამ ხელისუფლების იმედად.

სანამ ხართ მთავრობაში გონს მოეგეთ დაანებეთ თავი გადაბრალებას, დაანებეთ თავი განტევების ვაცის ძებნას, დაანებეთ თავი ხალხის დაშინებას, მიხედეთ ქალაქს და ხალხს, იზრუნეთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიდღეს დილით ზურაბ გურიელიძემ შს სამინისტროს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია, რომ ზოოპარკი ვერ პოულობდა კიდევ ერთ ვეფხვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს