“ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს პარანოიკი”-ირმა ნადირაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

“ნაციონალური მოძრაობაში” აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს და აცხადებენ, რომ ის ხელისუფლება, რომელიც “ქვეყანას კრიმინალებთან ერთად ტანდემში მართავს” არ უნდა ამბობდეს, რომ ოპოზიცია გეგმავს დესტაბილიზაციას.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს პარანოიკი, ძალიან ბევრი ფობია აქვს, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილია შიში ნაციონალური მოძრაობის მიმართ”-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ნადირაშვილის თქმით, ხელისუფლების “გაუაზრებელი საუბრების” მიუხედავად, “ნაციონალურ მოძრაობას” არცერთი დესტრუქციული ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდეს, მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც, მაგრამ ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე – ხმის მიცემის დროს არ იქნება გათვალისწინებული არც მეგობრობა, არც გუნდურობა და არც სხვა გარემოება
შემდეგი სტატიამესტიისაკენ მიმავალი გზა გახსნილია