მესტიისაკენ მიმავალი გზა გახსნილია

მესტიისაკენ მიმავალი გზა დღეს დილიდან გახსნილია. მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი იყო მესტიისაკენ მიმავალი გზა ნაკრისა და ლახამულის მონაკვეთზე.

შეფერხების გამო რამდენიმე მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებდა და მგზავრებსაც, მათ შორის ბავშვებს, მანქანებში მოუხდათ ღამის გათენება.

გზის გადაკეტვის მიზეზად ინფრასტრუქტურის სამინისტროში კლდის მასის ჩამოშლას ასახელებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ღამის საათებში აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს პარანოიკი”-ირმა ნადირაშვილი ბიძინა ივანიშვილზე
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არაკორექტულს უწოდებს