“ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით”- პრემიერმა საქართველოს რაგბის ნაკრებს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მიმართა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვა ახალ ზელანდიასთან ხვალინდელ მატჩში, რომელიც მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში გაიმართება. “ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით!”, – მიმართა პრემიერმა ქართველ მორაგბეებს.

banner
წინა სტატიაში“დღეს ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში”
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაცია საბოლოოდ შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს”