“ჩვენთან გუნდში მოდის კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი”- გიორგი მარგველაშვილი ფიქრი ჩიხრაძეზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალი მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ფიქრია ჩიხრაძეს აქვს ძალიან შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსული.

“მე, ფიქრია მახსოვს სტუდენტობიდან, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩართული ვიყავით ყველანი პოლიტიკაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ფიქრია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და პრეზიდენტთან მიმართებაში. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც საქართველოს აქვს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენ სრულ ღირებულებით თანხმობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხს ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ, იმას რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ფიქრია ჩიხრაძე პარტია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე იყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილის ახალი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე იქნება
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი პირობები გაუარესდა