შს სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით მცირდება

შს მინისტრის განცხადებით, თავდაპირველად, საუბარი იყო ბიუჯეტის უფრო მეტად შემცირებაზე, თუმცა ვინაიდან სამინისტრო იყოფა და შესაქმნელია უსაფრთხოების სამსახური, ბიუჯეტის 15 მილიონით შემცირება გადაწყდა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, როგორც შს სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს, ბევრი საჭიროებები აქვს და ამის შემცირების შემთხვევაში, უწყების თანამშრომლები უბრალოდ ვერ იმუშავებენ.

„უსაფრთხოების სამსახურში საჭიროა კადრები, ადმინისტრაცია და სხვა. აქედან გამომდინარე, საჭიროა თანხები. ბიუჯეტის შემცირება შეეხება საწვავს, წარმომადგენლობით ხარჯებს და მივლინებებს. ასევე, არის სხვადასხვა მიმართულებები, სადაც შეძლებისდაგვარად შემცირდება თანხები“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში„სამწუხაროდ იყო მსხვერპლი, რაც გამოწვეული იყო სტიქიის დიდი მასშტაბით და არა რეაგირების ხარვეზით”
შემდეგი სტატიაუეფა-ს პოზიცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დღეს გახდება ცნობილი