ქართული მხარე ელოდება, რომ რიგის სამიტზე საქართველოს ძალისხმევა დადებითად შეფასდება

ქართული მხარის მოლოდინია, რომ რიგის სამიტზე საქართველოს ძალისხმევა დადებითად შეფასდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ რიგის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კერესელიძემ განაცხადა, ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, მათ შორის პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, სხვა დელეგაციების ვიზიტები, ყველა ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ყოფილიყო საუბარი, თუ რას აკეთებს ქართული მხარე.
“რიგის სამიტის მოლოდინების შესახებ ბევრი ითქვა. ჩვენ ვერ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ჩვენ ველოდებით იმას, რომ ყველა რეფორმა, ძალისხმევა, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის თვალსაზრისით განახორციელა საქართველოს მთავრობამ, ცალკეულმა უწყებებმა იქნება შეფასებული დადებითად. დადებითად არის შეფასებული ვიზა ლიბერალიზაციის ორი ფაზა, ასევე არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლომდე კიდევ შეფასდეს”, – განაცხადა კერესელიძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში არ ჩაიწერება უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, ეს უნდა გადაწყვიტოს ევროკომისიამ და შემდეგ, ინდივიდუალურად ევროკავშირს ყველა ქვეყანამ.

banner
წინა სტატიაში„საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის რიცხვის მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა