ქარელის რაიონიდან რამდენიმე საათის წინ ორი ახალგაზრდა გაიტაცეს

ქარელის რაიონიდან რამდენიმე საათის წინ ორი ახალგაზრდა გაიტაცეს. ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 19 და 20 წლის მოქალაქეები გადაიყჰვანეს.

სამი დღის წინ სოფელ წითელუბანში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე კი გათავისუფლებულია.

როგორც დაკავებულები ყვებიან, მათ საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ და ისინი ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს და შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც დაკითხეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კახა ბეღელური და გივი ქასიევი ოთხშაბათს საოკუპაციო ზოლის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები ყველაზე მაღალი დონის კვლევებია”- პაატა ზაქარეიშვილი NDI-ს კვლევას ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: NDI-ის კვლევების იგნორირება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს