ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს

აქციის “შემოულაწუნე” მონაწილემ “ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა დაუმტვრია.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ირაკლი გედენიძეს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილემ თავში ურტყა, რის შედეგადაც მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

ირაკლი გედენიძე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ გედენიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი დედისა და ქართველ შვილის უიმედო ყოფა
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა