აფხაზი დედისა და ქართველ შვილის უიმედო ყოფა

,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მკვიდრი და ეროვნებით აფხაზი 24 წლის მადინა შინკუბა, საკუთარმა ძმებმა სახლიდან და აფხაზეთიდან მხოლოდ იმიტომ გამოაძევეს, რომ მან შვილი ქართველი ეროვნების მამაკაცისგან გააჩინა.

აფხაზეთიდამ გამოძევებული ახალგაზრდა ქალბატონის საქმეს ისიც ართულებს, რომ ის და მისი ახალშობილი, ბავშვის ქართველმა მამაც მიატოვა…

მადინა შინკუბა უკვე ერთი თვეა, რაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ნინო ხარლაპიდის ოჯახში ცხოვრობს.
მამისა და ნათესავების გარეშე დარჩენილი 6 თვის ჩვილი, არასრულფასოვანი კვების გამო მხოლოდ 4 კილოგრამს იწონის.

მხოლოდ მასპინძლის და კეთილი ადამიანების იმედად დატოვებული ქართველების აფხაზ რძალს ბავშვის გაზრდა და თავის რჩენა ძალიან უჭირს…

timer.ge

banner
წინა სტატიაშიახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაფოტოგრაფ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს