ფიფას ყოფილი პრეზიდენტი 10 მილიონი გირაოთი გამოუშვეს

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი 10 მილიონი გირაოთი გამოუშვეს

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი 10 მილიონი გირაოთი გამოუშვესშვეიცარიადან აშშ-ში ექსტრადირებული ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეფფი უები ამერიკულმა სასამართლომ 10 მილიონი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა. მოსამართლეების გადაწყვეტილებით 50 წლის საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელიც კაიმარის კუნძულებიდან არის, ვალდებულია სამივე პასპორტი ფედერალურ ბიუროს ჩააბაროს და იმყოფებოდეს ბრუკლინის ფედერალური სასამართლოდან 32 კილომეტრის რადიუსზე. უები თაღლითობაში, ქრთამის აღებაში და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.

ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკული ფეხბურთის კონფედერაციის და კარიბის ბასეინის ქვეყნების ექს-ხელმძღვანელმა დანაშაული არ აღიარა. გარდა ამისა, ის აღმოჩნდა ერთადერთი შვეიცარიიდან ექსტრადირებულთაგანი, რომელსაც ექსტრადაციის შესახებ გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია. ამერიკული მედია უშვებს, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიებამ მას ბრალი 14 პუნქტით წაუყენა. ჯამში მას 24 წლის მანძილზე 150 მილიონი დოლარის ქრთამის აღება ედება ბრალად იმისათვის, რომ ქვეყნებს ტელემაუწყებლობის უფლება მიეღოთ რამდენიმე საფეხბურთო ტურნირში.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი: დადგა დრო ყარაბახის პრობლემის მოგვარებისა…
შემდეგი სტატიაქუთაისში აფეთქება მოხდა