ფეისბუქის ახალი მედია-პლათფორმა

მსხვილმა სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა გაზეთებსთვის და ჟურნალებისთვის სპეციალური პლატფორმა Instant Articles შეიმუშავა. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში თეორიულად მედია სივრცის შეცვლას ისახავს მიზნად და საინფორმაციო სააგენტოებს, ბეჭდვით და ონლაინ მედიას სტატიების ახალ პრატფორმით განთავსებას სთავაზობს იმის ნაცვლად, რომ მიუთითონ საკუთარი საიტის ბმულები.
საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აუდიტორიის გაზრდას ფიქრობენ, ფეისბუქის დამატება მაცთურად ჟღერს, რადგანაც ახალგაზრდობამ დიდი ხანია უკვე შეწყვიტა საინფორამაციო გვერდებზე შესვლა. საცდელ ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გამოქვეყნებული სტატიები ფეისბუქის სერვერზე შეინახება, მონაწილეობაზე დათანხმდნენ ისეთი მსხვილი გამოცემები, როგორიცაა National Geographic, New York Times, Buzzfeed, Guardian და ბიბისი. ფეისბუქი ახლაც სთავაზობს გაზეთებს ბმულები საინფორმაციო ლენტაზე განათავსონ, საიტზე გადასვლისთვის მომხმარებელს 8 წამი დასჭირდება – დაითვალა სოციალირმა ქსელმა.
მედია ორგანიზაციები თვლიან, რომ „სისულელეა მონაწილეობა არ მიიღო ფეისბუქის პლატფორმაში“ – ამბობს ბიბისის ხელმძღვანელი.
მეორე მხრივ, ჟურნალისტები თვლიან, რომ მართვის მესამე მხარისთვის გადაცემა
რისკებს შეიცავს.
„ზუსტად აქ, ფეისბუქში ზის ყველა მკითხველი. ეს ძალიან მასშტაბურია, რომ მათ იგნორირება გაუკეთო“ – ამბობს Washington Post-ის მედია კონსულტანტი ვივიან შილერი.
ამერიკული პრესის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი მეორე ამერიკელი ინტერნეტით სარგებლობს და ინფორმაციას ინტერნეტით ეცნობა.
ფეისბუქი მედია ჯგუფებს მათ მიერ გამოქვეყნებული ინჯფორმაციის სრულ კონტროლს სთავაზობს. ასევე ამბობს, რომ გამომცემლობებს გვერდების მონეტიზირება შეუძლიათ რეკლამის საშუალებით.
თუკი მედია საკუთარ რეკლამას გააკეთებს, მთელი მოგება მას დარჩება, მაგრამ თუკი ფეისბუქის ქსელს გამოიყენებს ამისთვის, 30 %-ს სოციალური ქსელი წაიღებს.
ჯერჯერობით პლატფორმის ირგვლის მრავალი შეკითხვა არსებობს, მაგრამ წამოწყებას მსხვილი მედის კომპანიები დადებითად აფასებენ.

banner
წინა სტატიაშილაშა მახარაძის დედამ სასამართლოზე მისი შვილის მკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა
შემდეგი სტატია“ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა მოხდეს,”-კახი კალაძე