ლაშა მახარაძის დედამ სასამართლოზე მისი შვილის მკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს დილიდან საქალაქო სასამართლოში. გიორგი ოქროპირიძის ბრალეულობის საკითხი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ.

ნაფიც მსაჯულებს ჩვენება პირველმა ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ მისცა. დაკითხვისას ნინო დიდებულიძემ მომხდარი დეტალურად გაიხსენა და თქვა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის დღეს მას ყველამ უთხრა რომ დანაშაული ჩაიდინა გიორგი ოქროპირიძემ.

გიორგი ოქროპირიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნინო დიდებულიძის დაკითხვა ხვალ გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისკოლების მსოფლიო რეიტინგი – ლიდერი აზია
შემდეგი სტატიაფეისბუქის ახალი მედია-პლათფორმა