უკრაინის უშიშროება ,,მემარჯვენე სექტორს,, ჩაბარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის უშიშროების სამსახური  მუკაჩევოში გამაგრებულ ,,მემარჯვენე სექტორის,, მეომრებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს… ამის შესახებ უკრაინის ტელევიზია ,,112,, იუწყება.

უკრაინის უშიშროების უფროსის მოადგილემ ვიტალი მალიკოვმა, მუკაჩევოში ალყაში მყოფ მეომრებს  იარაღის დაყრისა და ჩაბარებისაკენ მოუწოდა.

ცნობილი ხდება, რომ ,,მემარჯვენე სექტორის,, წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც მუკაჩევოში უშიშროების წინააღმდეგ სროლების დროს ბრძოლებში მოპოვებული იარაღი გამოიყენეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა…

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპეტრე-პავლობა სოხუმში
შემდეგი სტატიაბრიუსელში ევროჯგუფის სამიტი დაიწყო