უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“გათავისუფლდეს ვასილი გრიგორევიჩ ციბენკო საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტიდან”, – აღნიშნულია ბრძანება #343/201-ში.
თუ ვინ ჩაანაცვლებს ციბენკოს, ჯერ უცნობია. ვასილი ციბენკო საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.