პრემიერ–მინისტრმა სტიქიის მსხვერპლთა სიმბოლური მემორიალ ი მეუღლესთან ერთად ყვავილებით შეამკო

სად არის ღარიბაშვილი

gariba 2 gariba 3 gariba 4 gariba 5გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად, თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, სტიქიის ადგილზე უნდა გაიხსნას მსხვერპლთა მემორიალი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სტიქიის მსხვერპლთა სიმბოლურ მემორიალთან განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, მეუღლესთან ერთად, სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკო და 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც ვიცი, გუშინ დაიწყო სამგლოვიარო პანაშვიდები და მე დავავალე მინისტრებს, მივიდნენ ყველა ოჯახში. ჩვენ ყველანი ერთად ვგლოვობთ ამ საშინელ ტრაგედიას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და გამოვხატავ ძალიან დიდ გულისტკივილს,“–აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: იციან მთავრობაში, რომ მე არ გავჩერდები და არ გავჩუმდები
შემდეგი სტატიაუკრაინის ელჩი საქართველოში თანამდებობას ტოვებს