სოზარ სუბარი – ათონელზე მდებარე რეზიდენცია პრეზიდენტის მოთხოვნების მიხედვით გარემონტდა

ათონელზე მდებარე რეზიდენციის გარემონტება პრეზიდენტის მოთხოვნების მიხედვით მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისივე განმარტებით, რადგან პრეზიდენტი რეზიდენციაში გადასვლაზე დღეს უარს აცხადებს, შენობის სამომავლო ბედზე მთავრობა იმსჯელებს. “ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში დამთავრებულია რემონტი. ის გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს. რა მოხდება, ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია, ვიმსჯელებთ მომავალში. ერთ დროს ეს იყო გადაწყვეტილი. გადაწყვეტილი იყო თავად პრეზიდენტის თანხმობით. შეიძლება ითქვას, მისი მოთხოვნების მიხედვით მოხდა შენობის გარემონტება, მაგრამ დღეს რადგან უარს ამბობს იქ გადასვლაზე, მთავრობა იმსჯელებს, მომავალში რა ბედი ელის შენობას”, – აღნიშნა სუბარმა.

banner
წინა სტატიაში,,თურქიშმა,, მალტაში ავარიული დაშვება ითხოვა
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე – მიჩნდება კითხვა, სად არის მაღალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებისკენ ბიძინა ივანიშვილი მთელ ქვეყანას მოუწოდებს