კახა კოჟორიძე – მიჩნდება კითხვა, სად არის მაღალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებისკენ ბიძინა ივანიშვილი მთელ ქვეყანას მოუწოდებს

შეიძლება ისიც მოვისმინოთ, რომ რადგან თითოეულ კიდურზე მაქვს ხუთი თითი, საეჭვოდ მიანიშნებდეს ჩემს კავშირზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” , – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს. კოჟორიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავად არ იცავს მაღალ სტანდარტს, რომ კრიტიკა არგუმენტირებული უნდა იყოს.
“უკვე რამდენი გადაცემა გავიდა, რაც ვისმენ ამ ბრალდებებს. მიჩნდება კითხვა, სად არის ის მაღალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებისკენ ბიძინა ივანიშვილი მთელ ქვეყანას მოუწოდებს. კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, მტკიცებულებებით გამყარებული. მან ამ სტანდარტის დამკვიდრების გამო შექმნა გადაცემა “20-30”, თუმცა მერამდენე გადაცემაა, ვისმენთ ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირსა ჩემთან, გიგაურთან და ლომჯარიასთან მიმართებაში. კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტული არგუმენტი სად არის, ეს კითხვა კითხვად რჩება. ჩემთვის გაუგებარია, ამ მოქმედებით როგორ უნდა მოხდეს იმ სტანდარტის გამყარება, რომლის დაცვისკენ ბატონი ბიძინა ყველას მოუწოდებს”, – განაცხდა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან მხოლოდ ერთი არგუმენტი იყო, თუმცა რამდენად შეიძლება ამას არგუმენტი ეწოდოს, ამას საზოგადოება განსჯის.
“ერთადერთი არგუმენტი, რაც მოვისმინეთ მთელი ამ გადაცემების განმავლობაში, იყო ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავედი სამუშაოდ. ეს რამდენად არის არგუმენტი და რამდენად შეიძლება ამ წინადადებას არგუმენტი ეწოდოს, საზოგადოებამ განსაჯოს”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
კოჟორიძე იმედოვნებს, რომ დაანონსებულ ფილმში მაინც იქნება კონკრეტულ პასუხები ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებზე.
“დაველოდოთ დაანონსებულ ფილმს, თუმცა თუ ეს ფილმი იქნება ამ მსჯელობის გაგრძელება, ჩვენ შეიძლება ისიც მოვისმინოთ, რომ რადგან თითოეულ კიდურზე მაქვს ხუთი თითი, ეს შეიძლება საეჭვოდ მიანიშნებდეს ჩემს კავშირს “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რადგან ამ პარტიას პარტიული ნომერი აქვს 5. უნდა შევეხმიანო ეკა გიგაურს, ერთად ვუყუროთ დიდ ეკრანზე დაანონსებულ ფილმს. ვისი მოსაზრებაც მის პოლიტიკურ ხედვასთან თანხვედრაში არ მოდის, ბიძინა ივანიშვილის აზრით ყველაზე მარტივი გზა რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ იმოქმედოს, უნდა დააბრალო “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი. როგორც ჩანს, ეს არის მთავარი არგუმენტი, თუ ამას არგუმენტი შეიძლება ეწოდოს. მან ასევე ახსენა საქართველოს პრეზიდენტი და ვერც სხვა პიროვენებებთან მიმართევბაში ვერ მოვისმინეთ დამაჯერებელი, არგუმენტირებული კრიტიკა”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებიც, მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” “სიცრუის მანქანას” ემსახურებიან, თუმცა ამას არ აღიარებენ. ასეთ შროის მან დაასახე,ა კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – ათონელზე მდებარე რეზიდენცია პრეზიდენტის მოთხოვნების მიხედვით გარემონტდა
შემდეგი სტატია1-ელ სექტემბრამდე საცხოვრებელი ბინები 10 000 დევნილს დაუკანონდება