სემეკმა მოქალაქეებს 30 168.73 ლარის დავალიანება ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 30 168.73 ლარის დავალიანება ჩამოაწერა. როგორც “თაიმერს” სემეკიდან აცნობეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. განსახილველი საკითხებიდან ჭარბობდა დავები სს “თელასთან” და შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისთან” მიმართებაში. მოქალაქეთა საჩივრების საფუძველს წარმოადგენდა ხანდაზმული დავალიანებები, უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, კომპანიების დადგენილებები აბონენტების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე, მრიცხველის საფასურის უსაფუძვლო დარიცხვები. მთლიანობაში, ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 30 168. 73 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Fაცებოოკის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში ვითარება ისევ დაიძაბა
შემდეგი სტატიადევნილთა ყოველთვიურ შემწეობაზე ყადაღა და საინკასო დავალება არ გავრცელდება