საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. კერძო სკოლები თუ სწავლას გვიან დაიწყებენ სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ.
დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა მიმართა, რომელთაც შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს პერიოდი გამორჩათ, ამიტომ 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი სოლისტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაგელათის მონასტერთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება