საყდრისი და პანორამა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთი და იგივე იდეოლოგიის მსხვერპლია ორივე–ბიძინა ივანიშვილი

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა“საყდრისის თემა “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული მაქანის შედევრია, ასე დავარქმევდი მე. რამეთუ მათ მოახერხეს ძალიან ბევრი ობიექტური ადამიანის დაბნევაც. იგივე რობიკო სტურუამ გააკეთა განცხადება და კიდევ სხვა ჩვენი საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენლებმა. მათი დაბნევაც კი მოახერხეს, იმ დონეზე აწიეს ეს თემა. იქაც ყველა გაერკვა, იქაც აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე. საყდრისი და პანორამა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ერთი და იგივე იდეოლოგიის მსხვერპლია ორივე. ეს არ უნდა აშენდეს და ის აშენებული როგორმე უნდა გაჩერდეს, რამეთუ “ნაციონალური მოძრაობა” არალეგალურად ცდილობს დაანგრიოს ქვეყანა, გაჩერდეს ეკონომიკა და ამ ფონზე მათ თავი გადაირჩინონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საყდრისის თემაზე გადაღებულია ფილმი, რომელშიც ამ თემასთან დაკავშირებით სიმართლეა ნათქვამი. “მიტინგები პანორამაზე და საყდრისზე “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულია. ასეთი მაღაროები მე ბევრი მახსოვს სვანეთში. საყდრისის ასაკზე, რომელზეც საუბრობენ, ჩემი აზრით ბევრს აჭარბებენ. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ცრუ კულტურა, ჩვენ გვაქვს ისეთი კულტურის ძეგლები, ისეთი ისტორია გაგვაჩნია უძველესი, რომ არაფერი გადაჭარბებული არ გვჭიდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი კინორეჟოსორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია,,რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს