ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი რეჟისორის, ბატონი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონმა რეზომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ კინემატოგრაფიაში და მის პოპულარიზაციაში, მან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. იგი არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ფილმის ავტორი და თანაავტორია. რეზო ჩხეიძე ქმნიდა კადრებს, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო მაღალი იდეურობით, მან შექმნა დაუვიწყარი ფილმი ,,ჯარისკაცის მამა’’, რომელიც ნებისმიერ მის მნახველს განსაკუთრებულ ემოციურ განწყობას უქმნის. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს– ნათქვამია სამძიმრის წერილში.