„საქართველოში ბევრი ტურისტი არ იქნება, იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის”

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, დემურ გიორხელიძის განცხადებით, საქართველოში ბევრი ტურისტი არ შემოვა.

როგორც გიორხელიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ქვეყანაში ტურიზმი შემოსავლის სტაბილურ წყაროდ რომ იქცეს, ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და ფასების დარეგულირება უნდა მოხდეს.

„საქართველოში ბევრი ტურისტი არ იქნება, იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. პლუს ფასები არანორმალურად მაღალია, ეს არის მძარცველურად მაღალი ფასები. სასტუმრო იქნება თუ რესტორანი ტურისტს ხელში ჩაიგდებს და თანხა ერთჯერადად, მაქსიმალურად უნდა ამოაცალოს ჯიბიდან. ის თანხები, რასაც საქართველოში ტურისტების ერთი ოჯახი ხარჯავს, გაცილებით ძლიერი კურორტებისთვისაც შეიძლება მაღალი და ზედმეტი იყოს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, რომ ტურიზმი შემოსავლების სტაბილური წყარო იყოს, ამისთვის, პირველ რიგში, ინფრასტრაუქტურის განახლება გვჭირდება“, – განაცხადა გიორხელიძემ.

მისივე თქმით, თბილისში 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროების დეფიციტია.

„ცხადია, თბილისში სასტუმროების ბიზნესი, თითქოს განვითარებულია, მაგრამ საშინელი ფასებია. არც რაოდენობაა საკმარისი. აშკარაა, თბილისში 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროების დეფიციტია და არც ადგილები არ არის საკმარისი. ამიტომ ყველაფერი საფიქრია, ესეც პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს, ამიტომ ინფრასტრუქტურის გაფართოებაა საჭირო“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის და კანონების უზრუნველყოფა არ ხდება, რაც სახელმწიფოს ეკონომიკურად სტაბილურს გახდიდა.

„ჩვენ გვჭირს ის, რაც პროვინციულ ქვეყნებს – ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, მაგრამ არ გვინდა კარგად მუშაობა, არ გვინდა ისეთი ინფრაქსტრუქტურის და კანონების უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყანას სტაბილურს გახდის“, – განაცხადა გიორხელიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული დახმარებისთვის ყველას მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაეკატერინე ქარდავა – ახალი კანონი პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს