ეკატერინე ქარდავა – ახალი კანონი პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს

საჯარაო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის ეკატერინე ქარდავა აცხადებს, რომ ახალი კანონი პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
როგორც ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის, SIGMA-ს ექსპერტების ჩართულობით, საჯარო მოხელეებთან და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციებით, ემყარება მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც საქართველოში ერთიანი საჯარო სამსახურის სისტემის შექმნის საშუალებას იძლევა.
“მოწესრიგდება საჯარო სამსახურში დასაქმების სისტემა, იგი გახდება უფრო გამჭვირვალე და უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან ნდობის ამაღლებას საჯარო სექტორის მიმართ. საჯარო სასმახურში დასაქმებულ მოხელეს ექნება მყარი გარანტიები, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიულ საჯარო მოხელეს გათავისუფლება დაექვემდებარება მხოლოდ კანონში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს, წესრიგდება პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო, კონკრეტდება, რა შემთხვევაში გაიცემა დანამატი, ხოლო პრემია იქნება მხოლოდ წახალისების ფორმა და მიბმული სამუშაოს შესრულების შედეგებზე. დანამატის გაცემა დასაშვები იქნება მხოლოდ კლასის გათვალისწინებით, ხელმძღვანელის მიერ დავალებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ან განსაკუთრებით საპასუხიმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის”, – განაცხადა ეკა ქარდავამ.
კითხვაზე, სისტმატურად მოხდება თუ არა დანამატის გაცემა, ქარდავა აცხადებს, რომ თუ სისტემატურად დაიმსახურებს მოხელე და შესაბამისი დასაბუთება იქნება იმისა, რომ იგი მუშაობს ზეგანაკვეთურად ან შეასრულა განსაკუთრებით საპასუხიმგებლო დავალება, მაშინ შეიძლება გაიცეს დანამატი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წესრიგდება საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონპროექტით, უკავშირდება სამუშაოს სტაჟს, ეკა ქარდავას ინფორმაციით, საჯარო სამსახური ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეების სამუშაო გამოცდილება ელექტრონულად აღირიცხება და ეს ინფორმაცია თავს მოიყრის საჯარო სამსახურის ბიუროში.
საჯარო სამსახურის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობამ დღეს განიხილა და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაში„საქართველოში ბევრი ტურისტი არ იქნება, იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის”
შემდეგი სტატიაგამგებლებს, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების უფლებამოსილება ენიჭებათ