საქართველოს რიგით მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დაპყრობის გეგმაზე საუბრობს

აქცია“ძალიან მენატრებით ყველა და ძალიან მენატრება საქართველო. დარმწუნებული ვარ სულ ცოტა დრო გავა, გადავლახავ ყველა დაბრკოლებას და შევძლებ თქვენს გვერდით დავდგე. ჩამოვიდე საქართველოში და შემოგიერთდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლაში, ჩვენს ყოველდღიურ შრომაში საქართველოს გადასარჩენად. 2003 წელს ჩვენ ყველანი ერთად დავდექით იმისათვის, რომ საქართველო გადაგვერჩინა იმ ჯოჯოხეთისგან, რომელშიც იმყოფებოდა მთელი 90-იანი წლები, უძრაობის, უიმედობის ჭაობისგან, უპერსპექტივობისგან. ამავე ადგილზე ვიყავით შეკრებილნი იმ დიდი მოვლენების წინაც. დღეს ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა, ახალი თაობა შემოგვემატა, სამწუხაროდ დღესაც იგივე მიზანი გვამოძრავებს რაც გვამოძრავებდა 2003 წელს, ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა, ისევ საშველი გვყავს ჩვენი ერი, ისევ ამოსაყვანი გვყავს ჭაობიდან, რომელშიც სულ ცოტახნის წინ ხელახლა აღმოვჩნდით. ისევ საჭიროა განვითარების რელსებზე დაბრუნება. ჩვენ გაგვაერთიანა ამოცანამ, რომ საქართველო გადავარჩინოთ დამანგრეველი მთავრობისგან, რომელსაც ნგრევა და სიძულვირის ენით ლაპარაკი შეუძლია, რომელმაც 90-იანი წლების აჩრდილები დააბრუნა. მე არ ვარ საქართველოში, ახლა ვარ ბრიუსელში, მაგრამ აქაც საქართველოთი ვსუნთქავ. სადაც არ უნდა ვიყო ჩემთვის მზე ამოდის საქართველოდან და ჩადის საქართველოში. მე მინდა, რომ თოთიეულმა თქვენგანმა ოჯახში თავი უფრო ადამიანურად იგრძნოთ. ეს იქნება ჩემი ცხოვრების მიზანი სანამ პირში სული მიდგას. ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ და ჩემს ქვეყანას. დღეს მე, ისევე როგორც მილიონობით ჩვენ თანამემამულეს გული მიკვდება იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს სათაყვანებელ საქართველოში“ –

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი 9 მაისს მოსკოვში მიიწვიეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტს ,,ნაციონალების,, აქცია გაუმართლებლად მიაჩნია