ირაკლი ღლონტს ,,ნაციონალების,, აქცია გაუმართლებლად მიაჩნია

ირაკლი ღლონტს ,,ნაციონალების,, აქცია გაუმართლებლად მიაჩნია

,,რეფორმატორების,, ლიდერი ირაკლი ღლონტი ,,თაიმერთან,, საუბარში, დღეს თბილისში მიმდინარე ,,ნაციონალური მოძრაობის,, აქციას ეხმაურება:

ირაკლი ღლონტს ,,ნაციონალების,, აქცია გაუმართლებლად მიაჩნია

,,დღევანდელი დღე არის საქართელოს ხელისუფლების უუნარო პოლიტიკის გამოძახილი. ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობის პათოსი იმ ტერიროტიიდან, სადაც წლების მანძილზე სისხლიც კი იღვრებოდა არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე ის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს ამ მოთხოვნას ვიზიარებ, მაგრამ ვუერთდები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც აცხადებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ამის მორალური უფლება. მე მსურს მოვუწოდო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, რომ ბრძოლა ნამდვილად ღირს, მაგრამ არა ამ ოდიოზური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალასთან ერთად. საუბარი გვაქვს პოლიტიკურ სუბიექტზე, რომელიც არ სცემდა პატივს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ძარცვავდა მეწარმეებს და ატერორებდა ბიზნესს, პოლიტიკური ნიშნით ატუსაღებდა ათასობით მოქალაქეს და საპყრობილეებში ახორციელებდა გაუგონარ ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას. ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ აქ მინდა ავღნიშნო, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონია შეცდომები, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დანაშაულები. ,,რეფორმატორები” დღეს სოლიდარობას ვუცხადებთ დაუნის სინდრომის მატარებელ პირებს და ვუერთდებით საერთაშორისო აქციას. მიხეილ სააკაშვილის გარეშე ,,ნაციონალური მოძრაობა” იმაზე უსუსურია, ვიდრე ნებისმიერი ხავსმოკიდებული წყალწაღებული. მე მსურს მოვუწოდო ექს ხელისუფლებას, რომ გვერდზე გადადოს ილუზორული ამბიციები და საზოგადოებას მისცეს მშვიდობიანი არსებობის საშუალება. რაც შეეხება ქმედუუნარო ხელისულებას, მათ საზოგადოება შეაფასებს ისე, როგორც დაიმსახურეს და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეიტანს ,,რეფორმატორები”-აცხადებს ირაკლი ღლონტი ,,თაიმერთან,, საუბარში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რიგით მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა.
შემდეგი სტატიაპროკურატურა განცხადებას ავრცელებს