სასწარფოდ–ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიაში «საკუთარი პროვინცია» გახსნა

ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიაში «საკუთარი პროვინცია» გახსნა

ისლამური სახლმწიფოს ბოევიკებმა «კავკასიის მმართველი» დანიშნეს. დაღესტნელმა, ჩეჩენმა, ინგუშმა და ყაბარდოელმა მომხრეებმა აბუ ბაქრ ალ-ბაგდადს ერთგულება შეჰფიცეს.

ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიაში საკუთარი «პროვინციის» გახსნის შესახებ განაცხადა–ამის შესახებ გუშინ გერმანულმა სააგენტოებმა დაჯგუფების პრეს-მდივნის აბუ-მუჰამედ ალ-ადნანის განცხადების შემდეგ გაავრცელეს ინფორმაცია.
«ჩვენ, ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცებს კავკასიაში ვულოცავთ ხალიფატისთვის ფიცის მიცემას. ის იღებს თქვენს ფიცს და აბუ მოჰამედ ალ-კადარს კავკასიის მმართველად ნიშნავს» – ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

«ომის შესწავლის ინსტიტუტი» აზუსტებს, რომ «პროვინცია» სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზეა, რამაც მიმართვის ტექსტის რუსულად წარმოთქმა განაპირობა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე საქართველოშია
შემდეგი სტატიასომხეთში საპროტესტო აქცია დღეს ისევ გაგრძელდება