ნატო-ს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე საქართველოშია

საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე იმყოფება.

გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.

შეხვედრაზე გენერლებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პარტნიორობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებაზე.

banner
წინა სტატიაშიაუნაზღაურდებათ თუ არა სტიქიის დროს დაზარალებულებს დაუზღვეველი მანქანის საფასური?
შემდეგი სტატიასასწარფოდ–ისლამურმა სახელმწიფომ კავკასიაში «საკუთარი პროვინცია» გახსნა