რუსთავის გზატკეცილზე მომუშავე მუშები გაიფიცნენ

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცულები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. მათი თქმით, რუსთავის გზის მშენებლობას ჩინური კომპანია ახორციელებს, რომელიც თითოეულ მუშას დღეში 20 ლარს უხდის.

გაფიცვის მონაწილეები ამ დროისთვის რუსთავის გზატკეცილზე არიან შეკრებილი. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომუშავე მუშებსა და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გაფიცული მუშების 5 წარმომადგენელი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: მერიამ დაახლოებით მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა უგულავას წინააღმდეგ მოწმესთან