ირაკლი აბესაძე: მერიამ დაახლოებით მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა უგულავას წინააღმდეგ მოწმესთან

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გიგი უგულავას საქმის მოწმესთან საგზაო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. საკრებულოში დღეს ირაკლი აბესაძემ და გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თბილისის მერიის მიერ შპს “ენკოსთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს.
აბესაძის თქმით, აღნიშნული კომპანია გასული წლის 16 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი დირექტორი თორნიკე შიოლაშვილია. რეალურად კი, კომპანიის მფლობელი თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილია. აბესაძის განცხადებით, მერიამ დაახლოებით მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა გიგი უგულავას წინააღმდეგ მოწმესთან.
აბესაძე აცხადებს, რომ კომპანიამ “ლოკომოტივის” სტადიონის გარშემო საგზაო სამუშაოები უნდა შეასრულოს. აბესაძემ საუბრისას დასძინა, რომ შპს “ენკოს” დღემდე მხოლოდ 400.000 ლარის ღირებულების სამუშაო აქვს შესრულებული და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ინტერესდება, რატომ გააფორმა მერიამ კონტრაქტი ისეთ კომპანიასთან, რომელსაც მუშაობის ხანმოკლე გამოცდილება აქვთ.
აბესაძემ და გიგი უგულავას ადვოკატმა მერიის მიერ კომპანიასთან 8 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგინეს.

banner
წინა სტატიაშირუსთავის გზატკეცილზე მომუშავე მუშები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიათურქეთში ქურთების პარტიის წინააღმდეგ ტერაქტები მოხდა