რუსეთიდან ჩამოსულ ბაიკერებს თავიანთი მოტოცილები დღეს, თბილისში დადიანის ქუჩაზე უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი დახვდათ

baikertebiრუსეთიდან ჩამოსულ ბაიკერებს თავიანთი მოტოცილები დღეს, თბილისში დადიანის ქუჩაზე უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი დახვდათ – ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა და ფოტომასალა ინტერნეტით გავრცელდა.
როგორც რუსი ბაიკერები ამბობენ, ისინი ტურისტები არიან, არაფერი აქვთ საერთო „ღამის მგლებთან,“ საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ, რათა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერონ და ქართული სამზარეულო და ღვინო დააგემოვნონ.

„სტუმრად ჩამოვედით, გვინდა ხალხთან ურთიერთობა, ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნება. ქართველი ხალხი ძალიან დადებითად არის ჩვენს მიმართ განწყობილი, საღებავების მოცილებაშიც კი დაგვეხმარნენ. ალბათ აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფმა ჩაიდინეს ეს. იმედია, ქართველი ხალხი რუსი ტურისტების მიმართ აგრესიული არ იქნება“, – განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა ბაიკერმა ალექსანდრე მელკონოვმა.
დაახლოებით 55 რუსი ბაიკერი საქართველოში პირველი მაისს შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშირატომ დააკავეს გიორგი ჭანტურია?
შემდეგი სტატიარუსულ „ბუკს“ პირდაპირ აღლუმზე წაეკიდა ცეცხლი