რუსები კიდევ ერთი ქართველი ქურდის ,,გადეპორტებას,, გეგმავენ

რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, გასულ უქმეებზე რუსმა სამართალდამცავებმა ყირიმში ფართომასშტაბიანი პოლიციური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგად გისოსებს მიღმა სამი კანონიერი ქურდი აღმოჩნდა.

დაკავებულები კანონიერი ქურდები არიან: ყირიმში დიდი ხნით ადრე დაფუძნებული 53 წლის სომეხი ეროვნების  – კამო საფარიანი (,,კამო გორკოვსკი,,), 40 წლის ჩეჩენი ეროვნების  –  გილანი ალიევი და 41 წლის ქართველი ეროვნების – კახაბერ ორაგველიძე (,,კახაბერ ტბილისსკი,,)

დაკავებული სამი კანონიერი ქურდიდან, ორს – საფარიანს და ალიევს, საკმაო დიდხანს მოუწევთ გისოსებს მიღმა ჯდომა, რადგან მათ დაკავების მომენტში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა… ხოლო ორაგველიძე დაკავების მომენტში იარაღის გარეშე იყო და ამიტომაც მას წვრილმანი ხულიგნობა გაუფორმეს 10 დღიანი სასჯელით, რომლის მოხდის შემდეგ, რუსი სამართალდამცავები, ორაგველიძის რუსეთის საზღვრებს მიღმა დეპორტირებას გეგმავენ, აცხადებს რუსული მედია.

banner
წინა სტატიაშიIRI:საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
შემდეგი სტატიაIRI:სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ყველაზე დიდი ნდობა აქვს ჯარს – 87%