„როდესაც შეცდომა მოგვდის, ეს ყველამ უნდა გადავინაწილოთ“

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, დღეს მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც ვეფხვმა ერთ მამაკაცს თავს დაესხა, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.

კალაძემ დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახს. ჩენ ვართ ერთი გუნდი, ყველა წარმატება, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, ეს ყველაფერი მთლიან გუნდზე ნაწილდება. როდესაც შეცდომა მოგვდის, რომლისგანაც დაზღვეული არავინაა, ესეც ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვი მამაკაცს დაესხა თავს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მტაცებელი ცხოველი ლიკვიდირებულია. მთავარმა პროკურატურამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე, რის შედეგადაც ოთარ ხუციშვილი გარდაიცვალა, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო. პროკურატურა იმის დასადგენად იმუშავებს, ჰქონდა თუ არა რომელიმე საჯარო მოხელის მიერ ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას.

banner
წინა სტატიაში“ყველას ვურჩევ, მოერიდონ ბნელ და დახურულ ადგილებში შესვლას”- რა განაცხადა ზურაბ გურიელიძემ პრემიერთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატია„წყნეთის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ბეტონის დამცავი კედლის აღმართვა გადაწყდა“