პუტინმა ბერძნები გადააგდო?!…

რუსული სააგენტო ,,რია ნოვოსტის,, ცნობით, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია რუსეთის მიერ საბერძნეთისათვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

,,არანაირი შეთანხმება საბერძნეთთან მათთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ არ ყოფილა,, განაცხად პესკოვმა.

პესკოვის ამ სიტყვების შემდეგ, გაუგებარია რა უხაროდა საბერძნეთის პრემიერ ციპრასს, გასულ კვირას მოსკოვში პუტინთა შეხვედრის შემდეგ… როცა მან განაცხადა, რომ რუსეთი გამოუყოფს კრედიტს საბერძნეთს, რომლის მეშვეობით ბერძნები საგარეო ვალის გასასტუმრებლად კარს მომდგარ მსხვილ ტრანშს დაფარავდნენ…

ამას გარდა, საბერძნეთის ფინანსური კოლაფსიდან დახსნისათვის გაწეულ რუსულ დახმარებაზე არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე  გააკეთა განცხადება.

საბერძნეთის რეაქცია, პესკოვის განცხადებაზე ჯერჯერობით უცნობია…

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო პუტინის პარადს არ დაესწრება
შემდეგი სტატიასუხიშვილების ქართული ცეკვა და ანშლაგი ზუგდიდში გამართულ კონცერტზე