ლუკაშენკო პუტინის პარადს არ დაესწრება

როგორც ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, ის ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავ პარადს, რომელიც მოსკოვში 9 მაისს გაიმართება, არ დაესწრება.

,,მე ვერ ჩავალ მოსკოვში 9 მაისის პარადზე, რადგან პარადი მინსკშიც ისეთივე გვაქვს, როგორც მოსკოვში… და ამ პარადს სხვა ვერავინ ჩაიბარებს გარდა მთავარსარდლისა,, განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.

ლკაშენკოს განცხადებით, ის მოსკოვს 7-8 მაისს ეწვევა, ევრაზიული კავშირის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი უკრაინაში გაემგზავრება
შემდეგი სტატიაპუტინმა ბერძნები გადააგდო?!…