ფიფას დასჯით აშშ საკუთარ იურისდიქციას აფართოებს – აცხადებს პუტინი

პუტინი: რუსეთს G7-ის «კლუბურ ინტრესებთან» კავშირი არა აქვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ფიფას მაღალჩინოსნების დაკავებებს უცნაურს უწოდებს და თვლის რომ აშშ თავისი იურისდიქციის გავრცელებას ცდილობს სხვა ქვეყნებზე…
,,რაც შეეხება მომხდარ დაკავებებს ფიფაში, ისინი რბილად რომ ვთქვათ უცნაურად გამოიყურება… ისინი ხომ აშშ-ს მიერ კორუფციაში დადანაშაულების გამო დააკავეს?! და დააკავეს ვინ? საერთაშორისო ჩინოვნიკები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რომელიმე მათგანმა მართლაც რამე დააშავა… მე არ ვიცი მაგრამ აშშ-ს ამასთან არაფერი ესაქმება. შესაძლებელია, რომ რაიმე ეპიზოდი აშშ-ს ტერიტორიაზეც მოხდა მაგრამ ეს მათ არ ეხებათ. ადგილი აქვს აშშ-ს მიერ საკუთრაი იურისდიქციის სხვა ქვეყნებზე გავრცელების აშკარა მცდელობას,, განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ ამსწინათ ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და რობერტ მენდესმა, მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციის (ფიფა) კონგრესს მოუწოდეს დაგეგმილ არჩევნებში მხარ არ დაუჭირონ მომქედ პრეზიდენტ ზეფ ბლატერს და ჩამოართვან რუსეთს 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება.

banner
წინა სტატიაშიობამამ გააუქმა ბრძნებულება, რომელიც რუსეთს კრედიტებისგან იცავდა
შემდეგი სტატიათბილისის მიკროავტობუსებში კონდიციონერები 10 ივნისის შემდეგ ჩაირთვება