ობამამ გააუქმა ბრძნებულება, რომელიც რუსეთს კრედიტებისგან იცავდა

obamaაშშ-ს პრეზიდენტმა გააუქმა საგანგებო რეჟიმი, რომელიც რუსეთის ფედერაციას საჩივრებისგან იცავდა იმ პერიოდში, სანამ ის ვაშინგტონს ამარაგებდა ატომური ქობინებით. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 26 მაისს გააუქმა ბრძანებულება განსაკუთრებულ სიტუაციაზე, რომელიც რუსეთს ურანის გადასახადზე შეღავათებს უწესებდა პროგრამის “მეგატონა მეგავატებში” ფარგლებში. შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე დევს.

ამ გადაწყვეტილებით ობამამ ხაზი გაუსვა 1993 წლის რუსეთ-აშშ-ს ხელშეკრულებას, რომელიც მიიღეს იმიტომ, რომ ატომური ქობინის ურანი ატომურ ენერგეტიკაში გამოეყენებინათ და რაც მთავარია, ტერორისტების ხელში არ მოხვედრისგან დაეცვათ – ცნობას USA TODAY ავრცელებს.
“რუსეთის მხარისთვის წარდგენილმა სამოქალაქო საჩივრებმა მიწოდების ჩაშლის შესაძლებლობა შექმნა, ამიტომ კლინტონმა და ობამამ ნაციონალური საგანგებო სიტუაციების შესახებ აქტზე დაყრდნობით რუსეთის აქტივები დაბლოკეს და ამით რუსეთი კრედიტორების პრეტენზიებისგან დაიცვეს” – ნათქვამია სტატიაში.
გამომცემლობის მონაცემებით, მოწოდების ანაზღაურება დასრულდა 2013 წელს და ახლა უკვე ობამამ, ბლოკირებით დაცვის აუცილებლობის არ ქონის გამო, ბრძანებულება გააუქმა. “

banner
წინა სტატიაშიკოორდინაცია ერთ-ერთი პრობლემური საკითხია
შემდეგი სტატიაფიფას დასჯით აშშ საკუთარ იურისდიქციას აფართოებს – აცხადებს პუტინი