“პრემიერთან ჩემს დასაპირისპირებლად შესაძლოა, გუნდის წარმომადგენლებისგან იყო ინტრიგები და მცდელობები”

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია

ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

მისი თქმით, ის და ირაკლი ღარიბაშვილი ერთად ემსახურებიან ქვეყანას და ხალხს.

“არანაირი დაპირპისპირება არ არსებობს ჩემსა და ირაკლის შორის. პირველ რიგში გარდა იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრია და მე ვიცე-პრემიერი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, ჩვენ ვართ მეგობრები. იყო ინტრიგები, მცდელობები, შეიძლება გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება გარე პიროვნებებისგან, მაგრამ ვერავინ მოახერხებს იმას, რომ ჩემსა და ირალის შორის ჩამოაგდოს რაიმე გაურკვევლობა, ან დაძაბული ურთიერთობა. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ეს მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„პანიკის გარეშე – ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ”
შემდეგი სტატია“რამდენიმე ადამიანის რეგვენული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის”