პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა

გიორგი მარგველაშვილი - ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. განკარგულება პარლამენტს უკვე ჩაბარდა.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა საქართველოს კონსტიუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისას იქნა მოწვეული.
რიგგარეშე სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს 8 მაისის 13:00 საათიდან.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტმა მიმართა. ხვალ, 8 მაისს საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიბილ გეიტსი სამედიცინო პუნქტებს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ააშენებს
შემდეგი სტატიაესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ტურნირი გააჩერა ქვეყანაში