პოლიციამ ბორის ნემცოვის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა

რუსეთის პოლიტიკური პარტია “პარნასის” ერთ-ერთი ლიდერი, ილია იაშინი აცხადებს, რომ იაროსლავში, ბორის ნემცოვის ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. “ბიბისის” ცნობით, იაშინი აცხადებს, რომ დაკითხვაზე დაიბარეს მოკლული ოპოზიციონერის თანაშემწე, მიხაილ კონევი.
“ამის შესახებ მე ნემცოვის თანაშემწემ მიხაილ კონევმა მაცნობა, თუმცა, სამწუხაროდ, არ მაქვს სრული ინფორმაცია, ვინაიდან გამომძიებლებმა მას ტელეფონი ჩამოართვეს დაკითხვის დროს”, – განაცხადა იაშინმა.
რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს ღამით კრემლთან ახლოს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატია“ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთში სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა“