„პოლიტიკური სპეკულაციები 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, უნდა დასრულდეს“

sanikidze1განათლების სამინისტრო არ აპირებს 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხზე საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს.

როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, განათლების სამინისტროს დასაბუთებულად აქვს წარდგენილი ის მიზეზები, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. თამარ სანიკიძისთვის გაუგებარია, თუ რატომ გახდა აღნიშნული საკითხი სპეკულირების საგანი ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ.

„პრემიერმა მოგვიწოდა, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, კიდევ ერთხელ დავსხდეთ და ამაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, გადაწყვეტილება მიღებულია და, შესაბამისად, დასაბუთებაც წარდგენილია. ახლა თავიდან ბოლომდე პარლამენტზეა დამოკიდებული, რას და როგორ იმსჯელებს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. ეს რეალობა ყოველთვის არსებოდა, უმცირესობის წარმომადგენლები მყავს მხედველობაში, რომლებმაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენეს და ამით სპეკულირებას ახდენენ. ეს უნდა დასრულდეს, რადგან ბავშვები არ უნდა გახდნენ სპეკულირების მსხვერპლნი“, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგლდანის ხიდსა და დიღმის ჭალებს შორის მტკვრის კალაპოტისა და სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობა იწყება