საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყო დ სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ უცნობია. საპატრიარქოში მისულ სასულიერო პირებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. განჩინება სხდომის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ, წმინდა სინოდის სხდომაზე ნიკორწმინდის ეპარქიისთვის ახალი მღვდელმთავრის გამორჩევის საკითხზე იმსჯელებენ, რადგან მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ არის.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმინდა სინოდის სხდომა პირველად იმართება. წინა სხდომა გასული წლის 23 დეკემბერს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზესხოში მცხოვრებ ერთადერთ ადამიანს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს
შემდეგი სტატია„პოლიტიკური სპეკულაციები 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, უნდა დასრულდეს“