„პანკისში პროცესები მიმდინარეობს და შესაბამის სამუშაოებს შსს-ც აწარმოებს“

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პანკისიდან სკოლის მოსწავლეები საომრად იპარებიან.

სანიკიძის განცხადებით, იმ ფაქტის გარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ის სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

„იმ ფაქტის გარდა, რაც ამას წინათ დაფიქსირდა, ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. ფაქტი იმისა, რომ კიდევ წასულიყო სკოლის რომელიმე მოსწავლე საომრად, ასეთი დღესდღეობით არ არის. პროცესები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს და შესაბამის სამუშაოებს აწარმოებს შსს-ც. მეც ვიყავი ჩასული პანკისში და დავიწყეთ ის სამუშაოები, რომელიც ნაწილობრივ გააძლიერებს მუშაობას, რათა ჩვენი კუთხითაც მოვახერხოთ და შევაფერხოთ ეს პროცესები. ამიტომ, ასეთი მიდგომით მინიმუმამდე დავიყვანთ ამას“, – აღნიშნა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია„უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს, რადგან აშკარა პროვოკაციის სუნი უდის გაბალაში მომხდარ შემთხვევას“