„ორნახევარი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენი საპროგნოზო მონაცემები შესამცირებელი იქნებოდა“

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს პირველი მთავრობამ თქვა, შემდეგ იყო კონსულტაციები სავალუტო ფონდთან პროგნოზები თითქმის ერთნაირია

„ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ მთავრობა დაეთანხმა სავალუტო ფონდის რჩევას და რეკომენდაციას. ჩვენ ორნახევარი თვით ადრე განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ შესამცირებელი იქნება ჩვენი საპროგნოზო მონაცემები. ამიტომ, მე მგონი, პირიქით იყო – პირველი მთავრობამ თქვა ეს, შემდეგ იყო კონსულტაციები სავალუტო ფონდთან და მათი პროგნოზი და ჩვენი პროგნოზი არის თითქმის ერთნაირი“, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში სამაცივრე მეურნეობის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მედია დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მთავრობა სავალუტო ფონდის შეფასებას ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან დაკავშირებით.

„საერთოდ, მოგეხსენებათ, ყველა მეტად ნავთობის ფასების ვარდნისგან და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებისგან დაზარალდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, ის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ნავთობის მწარმოებლები, მაგრამ დიდად არიან დამოკიდებულნი ნავთობმწარმოებელი ქვეყნებიდან ფულად გზავნილებსა და ინვესტიციებზე. ვინაიდან საინვესტიციო მადა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ან ყაზახეთი, ნავთობის ფასების ვარდნიდან გამომდინარე, არ არის ისეთი, როგორიც იყო ერთი წლის, ან წელიწადნახევრის წინ, ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. არაფერი ამაში გასაკვირი არ უნდა იყოს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელებული პროექტები გააცნო