ოდესაში 100 სამხედრო ჰამერი ჩაიტანეს

უკრაინაში აშშ-ის ელჩის ჯეფრი პაიეტის ინფორმაციით, 100 ამერიკული სამხედრო ჰამერი უკვე ოდესაშია და ამის დამადასტურებელ ფოტოებს twitter-შიც ავრცელებს

ელჩი აღნიშნავს, რომ ჰამერების მიწოდება, უკრაინული არმიის მხარდაჭერაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დანაპირების შესრულებაა, რომელიც მან 2015 წლის მარტში გასცა.

“High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle” ანუ იგივე “Humvee” – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული სამხედრო მანქანაა, რომელიც აშშ-ს მრავალ სამხედრო ოპერაციაში გამოიყენება.

უკრაინამ ამერიკული მხარისგან 2015 წლის მარტის მიწურულს რამდენიმე მსგავსი მანქანა უკვე მიიღო.

banner
წინა სტატიაში„სიმაღლეზე მაინც ვიდგებით, ბიძინა ივანიშვილი მაინც შეწუხდება”
შემდეგი სტატიაპოლიცია უკანონოდ ზღუდავს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას – არასამთავრობოები