ნოდარ ხადური “საერთაშორისო გამჭვირვალობას” პასუხობს

სავლუტო ფონდი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დეფიციტის მაჩვენებლის ცვლასთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ სიტყვების ავტორმა ელემენტარული არითმეტიკა რომ იცოდეს, ცუდი არ იქნება.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი გაანგარიშებულია პირველი იანვრის მდგომარეობით. მაშინ კი, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მხოლოდ წინასწარი იყო.
“მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მხოლოდ გუშინწინ თუ გუშინ დაზუსტდა, ეს ერთი, მეორე – 80 მილიონი საგადასახადო შემოსავალი, რომელიც ბიუჯეტში არ იქნა მიმართული, მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე კანონის შესაბამისად და მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ცოტა მეტი პროფესიონალიზმი რომ გამოიჩინონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, გააკეთონ განცხადებები, ცუდი არ იქნება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მან ასევე შესთავაზა ყველა ორგანიზაციას, ვისაც სურვილი ექნება, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიაროს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაასწოროს და საზოგადოებას რამდენიმე დღის განმავლობაში მისი სამჯერ შეცვლის მიზეზები განუმარტოს.
“გარდა ამისა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა იმაზე, თუ რატომ მოხდა დაბრუნების ქვეანგარიშზე უპრეცედენტოდ დიდი თანხის – 82 მილიონი ლარის შენახვა, მაშინ როდესაც ამ თანხის ეფექტურად განკარგვა შეიძლებოდა”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტელეწამყვანი ინგა გრიგოლია “იმედიდან” წასვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც უჩა მამაცაშვილის კომპანიას ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა