ნიკა გვარამია: მანქურთი ურთმელიძე სასამართლოს ებრძვის დედამისის ნაჯახით

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე ურთმელიძეს სასამართლო სისტემის ჩამოშლაში ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ „რუსთავი 2“-ის ეზოში გააკეთა.

„მანქურთი ურთმელიძე სასამართლოს ებრძვის დედამისის ნაჯახით. მან ყველაფერი გააკეთა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სასამართლო სისტემა ჩამოეშალა“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიამ ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ გააუქმოს მუხლი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება. მოსამართლემ პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ქვეყანა ისტორიულად თავისუფლების მოყვარე ინდივიდების და ადამიანების ერთობაა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: რაც შეიძლება უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ რეგიონში