ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდასაჭერად რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში სახელწოდებით – “სოლიდარობა უკრაინას” ასამბლეის მონაწილეები მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად.
როგორც “დოიჩე ველე” აღნიშნავს, საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკურ დახმარებაზე, არამედ – დიპლომატიურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთზე პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებისკენ, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და არ დაამტკიცებს, რომ მზად არის, საერთაშორისო სამართლის ნორმები შეასრულოს, ასევე – ვიდრე “არ შეწყვეტს ოკუპაციას უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმშიც”.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე, მოუწოდებს უკრაინელ პოლიტიკოსებს, უფრო აქტიურად იმუშავონ ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობისთვის და მაღალი სტანდარტები დააწესონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სასამართლო მართვის საკითხებში, განსაკუთრებით კი – კორუფციასთან ბრძოლაში.

banner
წინა სტატიაშიახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში გაერო-ს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად შეარჩიეს